მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეის მდგომარეობით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 27 000 ტონა ციტრუსი გავიდა

5e045b12a1665
ინგა მურუსიძე
27.12.19 09:00
2072
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ციტრუსი გავიდა ექსპორტზე და სეზონი ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში წლის შეჯამებისას განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით, 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ციტრუსია გასული, კარგ ფასად. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1000 ტონით მეტია. მით უმეტეს, ციტრუსის სეზონი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ მიმდინარეობს ციტრუსის გატანა“, - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

მან „საქმიანი დილის“ ეთერში ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც აღნიშნულ სექტორს აქვს და განაცხადა, რომ „გამოწვევები ამოუწურავია“.

„სურსათის უვნებლობა და ვეტერინარია მუდმივად გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ჩვენს მუშაობას რაც შეეხება, სურსათის უვნებლობის კუთხით 2012 წელს განხორციელებულია 400 ინსპექტირება, ხოლო 2019 წლის დღეის მდგომარეობით, უკვე 7 000-ზე მეტი. ეს არის გეგმიური, არაგეგმიური ინსპექტირება, ზედამხედველობა, დოკუმენტების შემოწმება და ა.შ. 2012 წლამდე სურსათის უვნებლობა იყო დახურული თემა. ძალიან ცოტას თუ ესმოდა რა არის და რას შეიცავს პრინციპი „ფერმიდან სუფრამდე“. ეს პრინციპი 99%-მა არ იცოდა, სურსათის უვნებლობის შემოწმება საერთოდ არ ხდებოდა“, - განაცხადა ჩეკურიშვილმა.