მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეისთვის საქართველოდან უკრაინაში 580 ტონა დახმარება გაიგზავნა - უკრაინის საელჩო

6234784115545
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 16:19
1150
18 მარტისთვის საქართველოში შეიკრიბა და უკრაინაში გაიგზავნა 580 ტონა დახმარება. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან თითოეულ მოქალაქეს, კომპანიას, საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ტვირთი უკრაინაში 2 თვითმფრინავით და 22 სატვირთო ავტომობილით გაიგზავნა.

ის თანხები, რომლებიც საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე აკუმულირდა, სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესაძენად იხარჯება. საქართველოში ვყიდულობთ მედიკამენტებს, პოლონეთში - საყოფაცხოვრებო ნივთებს, თურქეთში სპეციალურ სააფთიაქო ნაკრებებს.

ბევრი კითხულობს, რა არის პირველადი მოხმარების ნივთები, გპასუხობთ - ეს არის სურსათი და ბავშვთა კვება, მედიკამენტები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს თანხები ყველაზე საჭირო ნივთების შესაძენად დავხარჯოთ“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები