მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღემდე 10 ათასზე მეტი დავალება შევასრულეთ” - Wempler

647461e500a1c
გიორგი არონია
31.05.23 23:20
979
გაშვებიდან რვა თვის შემდეგ, 10 ათასზე მეტი დავალება შევასრულეთ, რა დროსაც მომხმარებელთა შენარჩუნების 67%-იანი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ, - ამის შესახებ ქართული ტექნოლოგიური კომპანიის, Wempler-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი ხელმძღვანელმა, სანდრო თავხელიძემ "ბიემჯისთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კომპანია საქართველოს დიდ ქალაქებში გამყარებას გეგმავს, მაგრამ სამომავლოდ რეგიონში გაფართოება სურს.

“სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა საქართველოს დიდ ქალაქებში გავმყარდეთ და შემდეგ, რეგიონში გავიდეთ. უზბეკეთში მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მინი-კომუნიკაცია დავიწყეთ და ვფიქრობთ, რომ 2023 წელს უზბეკეთში, ყაზახეთსა და საქართველოში ვიქნებით”, - აღნიშნავს სანდრო თავხელიძე.

შეგახსენებთ, რომ Wempler-ი ექსკლუზიური დავალებების დელეგირების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. სანდრო თავხელიძის თქმით, მომხმარებელმა Wempler-ს ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით უნდა მიმართოს, რის მერეც, კომპანია მომხმარებელს რამდენიმე პროვაიდერს შესთავაზებს. Wempler-ის სერვისების პროვაიდერებიც რეგისტრირებული მომხმარებლები არიან, რომელთაც კომპანია მათი უნარებისა და დროის სანაცვლოდ დამატებითი შემოსავლის გენერირების საშუალებას აძლევს. ამ ეტაპზე, Wempler-ის აპლიკაციაში 50-ზე მეტი კატეგორია არის წარმოდგენილი, მათ შორის მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და ძაღლის გასეირნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები