მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი ათასი შემსრულებელი და 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია - ვინ ასრულებს დავალებებს Wempler-ზე?

Wempler

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Wempler-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც ერთობ ტრადიციული და, შეიძლება ითქვას, ისტორიული საქმიანობის - დახმარების გაციფრულებას ემსახურება და Facebook-ჯგუფების ერთ-ერთ ბუნებრივ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. თავისი არსით, Wempler-ი არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ.

როგორც Wempler-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში განაცხადა, ამ ეტაპზე, აპლიკაციაში განთავსებულ დავალებებს ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებელი ასრულებს, ხოლო რამდენიმე ათასი, ჯერ კიდევ ვერიფიკაციას გადის.

“ამ დროისთვის ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული შემსრულებელი და ათასობით ისეთი ადამიანი გვყავს სიაში, რომელიც ვერიფიკაციის პროცესს ახლა გადის, რადგან ამ ხუთსაფეხურიანი პროცესის გავლა მარტივი არ არის. ამასთან, 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გვყავს, რაც ნიშნავს, რომ Wempler-ზე არამარტო ინდივიდები გთავაზობენ სერვისს, არამედ ბიზნესებიც”, - ამბობს ალექსანდრე თავხელიძე.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, ალექსანდრე თავხელიძემ Wempler-ის მუშაობის პრინციპიც ახსნა:

“დავალების დელეგირება Wempler-ის მეშვეობით სამი გზითაა შესაძლებელი: დარეკვა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხმოვანი შეტყობინება. ჩვენთვის პრობლემის მოსაყოლად მომხმარებელი სამიდან რომელიმეს ირჩევს, რის მერეც Wempler-ის გუნდი მას სერვისის მიმწოდებელს სთავაზობს. შეთავაზებაში იგულისხმება ფასი, ადამიანისა თუ კომპანიის დასახელება, გამოცდილება და შეფასებები. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ან არ მიიღოს ეს შემოთავაზება. თუ არ მიიღებს, Wempler-ი დავალების შემსრულებლის ძიებას განაგრძობს”, - განაცხადა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები