მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, 24:00 საათიდან თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა იწყება

5e7a2755cafb1
თელარა გელანტია
24.03.20 19:28
646
დღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა. დეზინფექცია ჩატარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

"ღონისძიება რამდენიმე დღე გასტანს და მას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდება.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები