მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა გაიხსნება

60802179935b1
ინგა მურუსიძე
22.04.21 10:15
635

დღეს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა გაიხსნება.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან" (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

როგორც BM.GE-ს CENN-დან აცნობეს, გამოფენის მიზანია, ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება წარმატებული პრაქტიკების შესახებ.

"ახალგაზრდულ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კოორდინაციის ნაკლებობა უწყებებს შორის, სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპაში კარგად აღიარებულ აქტივობას: ,,საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენა“, რომლითაც ხელს ვუწყობთ დიალოგს სხვადასხვა სექტორს შორის და მათ შორის სინერგიას უფრო ეფექტური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის”, - განაცხადა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 22 და 23 აპრილს გაიმართება.

22 აპრილს თბილისისი ბოტანიკურ ბაღში, გაიმართება თემატური გამოფენა და პანელური დისკუსია ორგანიზაციებისათვის.

23 აპრილს Zoom-პლატფორმის საშუალებით, გაიმართება ორგანიზაციების წარმატებული მეთოდების პრეზენტაციები, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

World Vision საქართველო 2018 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "კომპეტენციები დასაქმებისთვის’’, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელშეწყობას დასაქმებისთვის საჭირო უნარების შეძენაში.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ახალგაზრდული SKYE კლუბების ჩამოყალიბება, სადაც 16 დან 25 წლამდე ახალგაზრდები იმაღლებენ კომპეტენციებს ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობის და დასაქმების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში 16 SKYE კლუბია ჩამოყალიბებული.
(NS)