მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" გაიხსნება

5e2070f6c65da
BM.GE
17.01.20 09:00
1853
დღეს, გარდაბანში, 11.00 საათზე, "გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას 120-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საპარტნიორო ფონდის, თანაინვესტირების ფონდის, "თბილისი ენერჯის", ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიმართავს.

230 მეგავატი სიმძლავრის "გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" ელექტროენერგიის გენერაციას ოფიციალურად დაიწყებს. კომბინირებული ციკლის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თანამედროვე, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაში სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები