მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია - ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს“

61b0ae62ef55d
თელარა გელანტია
08.12.21 17:07
612
„დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია, აქედან გამომდინარე, ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს“, - ასე გამოეხმაურა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუეჯტო კომიტეტის თავმჯოდმარე ირაკლი კოვზანაძე სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე გაზრდას.

"მე შარშანდელი წლის ბოლოდან ვამბობდი, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევდა მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა, ასევე ვამბობდი, რომ ხშირ შემთხვევაში გვიანდება ამ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ საჭიროა, პროგნოზორება და პრევენცია და არა პოსტფაქტუმ რეაგირება;

შედეგად ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია. გამომდინარე აქედან, ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები