მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მიმართულებით აშშ-ს, EU-ს და ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკებთან ვთანამშრომლობთ - გვენეტაძე

63da31f557664
მარიამ ვარადაშვილი
01.02.23 20:54
520
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რადგან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის/აშშ-ს მიერ სანქციები რამდენიმე პაკეტად დამტკიცდა, სებ-ში სპეციალური განყოფილების შექმნა აუცილებელი გახდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შედეგები აქვს ეროვნული ბანკს სანქციების შესრულების ნაწილში, გვენეტაძე პასუხობს, რომ ეროვნული ბანკი სანქციების შესრულების კუთხით, საკუთარი ზედამხედველობის ფარგლებში მკაცრ მონიტორინგს ატარებს და ამ პროცესში აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობს. გვენეტაძეს არ უთქვამს სანქციებისგან თავის არიდების რამდენი შემთხვევა აღკვეთეს.

“სანქციებთან შესაბამისობაზე თუ ვისაუბრებთ ის გულისხმობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ტრანზაქციების მონიტორინგს, რათა ისინი სათანადო ხარისხით განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვაკეთებთ გამოთხოვას სანქციების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშვალდებული პირებისგან და სტატისტიკურ ინფორმაციას ვაანალიზებთ.

ასევე ვაძლევთ სხვადასხვა მითითებას ჩვენი ზედამხედველობის სუბიექტებს. კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებებია და ინფორმაციაც კონფიდენციალური, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგან ეს შედარებით ახალშექმნილი განყოფილებაა. ვთხოვეთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შესაბამის ორგანოებს იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ პროცესში. ერთი სამუშაო შეხვედრა უკვე განხორციელდა და კიდევ სხვებიც იქნება. ეს განყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც გითხარით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა”,-ამბობს გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები