მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

დღეს კობა გვენეტაძე “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” წევრებს ხვდება

თელარა გელანტია
08.07.22 09:45
518
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბანკის მენეჯმენტი დღეს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრის თემაა - „გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები“.

სებ-ის მენეჯმენტის და BAG-ის წევრების შეხვედრა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ 11:00 საათზე დაიწყება.