მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს კონტაქტზე გამოვიდა "ჯონსონ ენდ ჯონსონი" და მოლაპარაკებებს დავიწყებთ - ტიკარაძე

60896b284d5f1
ინგა მურუსიძე
28.04.21 18:17
454
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოსთან  კონტაქტზე „ჯონსონ და ჯონსონის“ ვაქცინის მწარმოებლი კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კომპანია ამ დრომდე საქართველოსთან კომუნიკაციის დაწყებაზე უარს აცხადებდა.

„ის რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა საქართველოსთან კომუნიკაციაზე და ახლა ეს მიდგომა შეიცვალა. ისინი მზად არიან, კონსულტაციები დავიწყოთ.

ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს ასევე „მოდერნასთან“, რომელთანაც დოზებსა და თარიღებზე ვსაუბრობთ“, - განმარტა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები