მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები ბიზნეს სექტორს შეხვდებიან

ვიქტორია მღებრიშვილი

26.01.21 11:16 1161 ნახვა

დღეს, 13:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები ბიზნეს სექტორს დახურულ ფორმატში შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, შეხვედრას კერძო სექტორის მხრიდან დაესწრებიან მთის კურორტებზე მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები, რესტორატორატორები და ტურისტული ასოციაციები.

„შეხვედრის თემა იქნება 1 მარტამდე ეკონომიკის გახსნის ვადები და რეგულაციები. ბიზნესსა და ეპიდემიოლოგებს შორის მოხდება ინფორმაციის გაცვლა, რადგან ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე გადის“, - უთხრეს BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები