მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

5dd570e70c150
BM.GE
21.11.19 09:15
906
დღეს, 21 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ - ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. კონფერენციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკონომიკური განვითარების მოადგილე, ანდრეს რუნდუ გახსნიან.

ღონისძიების მიზანია ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
შეხვედრისას მხარეები ინდუსტრიულ მრეწველობას, IT ტექნოლოგიებსა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობებსაც გაეცნობიან.

კონფერენციას ესტონეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის რეგიონალური ოფისის მენეჯერი და რამდენიმე მსხვილი ესტონური კომპანიის წარმომამდგენლები დაესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები