მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

5fb7cf982fb2e
თელარა გელანტია
21.11.20 07:55
694
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურია.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.

ცესკოს ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“, №36 - „გირჩი“, №41- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება.

ცნობისთვის: მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები