მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, საქსტატი სექტემბერში ეკონომიკის ზრდის მონაცემებს გამოაქვეყნებს

617aa36f74cab
თელარა გელანტია
29.10.21 09:45
385
დღეს, საქსტატი სექტემბერში ეკონომიკის ზრდის წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

11:00 საათზე სტატისტიკის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძე ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავს და გასულ თვეში ეკონომიკის ზრდის ძირითად მიზეზებს ახსნის.

აღსანიშნია, რომ აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის 8 თვეში კი ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.

საქართველოს მთავრობის განახლებული ოფიციალური პროგნოზით, წელს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ზრდა ორნიშნა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები