მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, თბილისში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიმართება

64982adf74924
BM.GE
26.06.23 08:12
516
დღეს, თბილისში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიხსნება.

ოთხდღიანი ღონისძიება საქართველოს აისიტი კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება და მისი პარტნიორები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოში ბრიტანეთის საელჩო, გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), CARE Caucasus, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიური ანალიზის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაცია არიან.

USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს აისიტი კლასტერს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს კერძო-საჯარო დიალოგის გაძლიერებაში, სექტორებსა და ინსტიტუციებს შორის კოორდინაციაში, სახელმწიფო პოლიტიკაში ბიზნესის მხარდაჭერის ადვოკატირებასა და პროფესიული სამუშაო ძალის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებში. აღნიშნული ძალისხმევა მიზნად ისახავს აისიტი სექტორში იმ რელევანტური ფასეულობების ზრდის ხელშეწყობას, რომელებიც თანხვედრაში იქნება საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან და ქვეყნის როლთან გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.

სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილს წარმოადგენს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი რომელის მიზანიცაა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების, გამოწვევევების და საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების განხილვისთვის შექმნას პლატფორმა ისეთი განსხვავებული მხარეებისთვის, როგორიცაა საჯარო და კერძო სექტორები, აკადემია და სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ტრანსფორმაციის ფორუმზე განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკისა და IT სექტორის პერსპექტივები, ისევე როგორც ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ეკონომიკაში. გარდა ამისა, ფორუმი ასევე მოიცავს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარებისთვის მიმართულ პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებებს, რომელიც ჩატარდება საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აისიტი კლასტერის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის პარტნიორთა რაოდენობა, ისევე, როგორც ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა მეორე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს აისიტი კლასტერის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია.

საქართველოს ტრანსფორმაციის ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება და მოიცავს შემდეგ თემებს: 1.ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაცია და საქართველოს გლობალური ინოვაციური პროფილი. 2.ღია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. 3. ციფრული ნდობა-ნდობის ახალი მექანიზმები და კიბერ უსაფრთხოება. 4. ციფრული ტრანსფორმაცია და საქართველოს ტელეკომი. 5. ციფრული ტრანსფორმაცია: ალტერნატიული ფინანსური რესურსების პოტენციალი. 6. შრომის ბაზრის გამოწვევები და საგანმანათლებლო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.

ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში - სესიები გაიმართება, როგორც ცოცხალ ფორმატში, ასევე ფორუმს ონლაინ შემოუერთდებიან სპიკერები და აუდიტორიას საშუალება ექნება მოუსმინონ ვიდეო მიმართვებს. საერთო ჯამში, ფორუმი ითვალისწინებს დაახლოებით 300 პერსონიანი აუდიტორიის დასწრებას. ღონისძიება ერთიან სივრცეში თავს მოუყრის სამთავრობო ინსტიტუტების, ბიზნესის, აკადემიის, საერთაშორისო საზოგადოების, საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ფორუმის ძირითად თემებთან ერთად განიხილავენ საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე და მომავალ პროექტებს. ასევე, წარმოადგენენ რეკომენდაციებს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის და გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის ღირსეულად პოზიციონირების უზრუნველსაყოფად.

ფორუმი მიზნად ისახავს, ჩართოს ყველა დაინტერესებული პირი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის დღის წესრიგის სტრატეგიულ დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი ჩატარდება მეტავერსში კომპანია Arrival-ის მხარდაჭერით.