მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თელავში ეკონომიკური ფორუმი იმართება

64a8f9292c07a
BM.GE
08.07.23 10:02
465
ეკონომიკური ფორუმი რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის - ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.

ფორუმების სერია 8 ივლისს თელავში, სასტუმროში Holiday Inn Telavi (ერეკლე 2 ქუჩა) 11:00 საათიდან დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან რამდენიმე პანელს, რომლებზეც ისაუბრებენ:

• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
• მიაწვდიან ინფორმაციას გრანტებისა და სხვა პროექტების შესახებ;
• მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ “ქალები მომავლისთვის” წევრი ბიზნესლიდერი ქალები;
• დაგეგმილია ქოუჩინგ სესიები პიროვნული განვითარებისთვის;
• ადგილზე ჩატარდება საკონსულტაციო სესიები, სადაც მეწარმე ქალებს ბიზნესრჩევებს მისცემენ აუდიტორიული, საკონსულტაციო და სხვა გამოცდილი კომპანიები

თელავში ეკონომიკურ ფორუმს გახსნიან: „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამარ ყაჭაშვილი, თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წარმომადგენელი ირაკლი თოლორაია.

დღის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საბანკო და საფინანსო სფეროს, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები