მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს „წყალი მარგებელის“ 70 თანამშრომელი გაიფიცა

60a62ceeb7a93
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 13:48
1006

დღეს დილიდან თბილისში „ნაბეღლავის“, „ბახმაროს“, „ჯეო ნატურას“, „რაუხის“ წვენების და „ბუღას“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ 70 თანამშრომელი გაიფიცა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ერთ-ერთი გაფიცული დავით კუცია განმარტავს, ხელფასების ზრდის მოთხოვნით 70 დისტრიბუტორი და მომარაგებაში დასაქმებული პირი გაერთიანდა. გაფიცულები მაღაზიებში პროდუქტის შეტანაზე უარს აცხადებენ, მანამდე სანამ მათი მოთხოვენი არ დაკმაყოფილდება.

„გაფიცვა დიდ დიღომში როსტევანის ქუჩაზე განთავსებულ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარეობს. ვითხოვთ ჩვენი შრომის დაფასებას, რეალურად რაც გვეკუთვნის იმათ ვითხოვთ. 600 ლარი გვაქვს ხელფასი და დამატებით გვეკუთვნის ბონუსები, რომელიც გატანილი მოცულობის მიხედვით უნდა დაანგარიშდეს, თუმცა ეს ასე არ ხდება და ჩვენი შრომა არ ფასდება. ამასთან მხოლოდ კვირა დღეს გვასვენებენ. ვითხოვთ ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარამდე გაგვეზარდოს და ამას დაემატოს ბონუსები, რაც მოუწევს“, - ამბობს გაფიცული.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი დილით გაესაუბრა გაფიცულებს, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამთ.

„ახლა აპირებენ, რომ თავად დასხდნენ მანქანებზე და გაიტანონ ტვირთი ობიექტებზე, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. არ დავიშლებით სანამ კომპანია ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს“, - აღნიშნავს დავით კუცია.

 

bm.ge კომპანიის ოფიციალურ განმარტებას ელოდება და მას მიღებისთანავე გავაცნობთ მკითხველს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები