მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის“ - ჯანდაცვის მინისტრი

61e1939088e09
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 19:19
575
„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მის პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხებს, "ომიკრონის" გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი, დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება გავაკეთოთ, რაში შეიძლება იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება გაგიწიოთ მხარდაჭერა, ასევე მაინტერესებს "ომიკრონის" დღევანდელი მიმდინარეობა, რამდენად მსუბუქი მიმდინარეობაა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები