მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი ვითარება ნათლად გვაჩვენებს, რომ ანაკლიის განვითარება აუცილებელია - TRACECA

625bb79d6e8cc
ელენე კვანჭილაშვილი
17.04.22 11:57
1685
TRACECA-ს („ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის“) გენერალური მდივნის ასეტ ასავბაევის განცხადებით, „დღევანდელი ვითარება ნათლად გვაჩვენებს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება აუცილებელია.

ამის შესახებ IGC TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა „ანალიტიკას“ შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განუცხადა, რომელიც რომელიც შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.

„სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის განვითარება, მაგრამ დღევანდელი ვითარება ნათლად გვაჩვენებს, რომ მისი განვითარება აუცილებელია;

რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ისაა, რომ დღემდე ყველა ის სამი მიმართულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ვითარდებოდა, ერთმანეთის კონკურენტად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ერთმანეთის პარტნიორია. დღეს მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება დამატებითი ტვირთების მიღება და გატარება. მოცულობა ყველას ეყოფა. სიმართლე გითხრათ, ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები არ გვყოფნის. სარფსაც განვიხილავთ და იმედი მაქვს, მალე ჩვენს სერვისებს სარფიდანაც შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“, - განაცხადა TRACECA-ს გენმდივანმა.



TRACECA ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე სამხრეთ კავკასიისა ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. TRACECA-ს წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ირანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები