მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღგ-ს და აქციზის შემცირება ბიზნესოპერატორებს სტიმულს მისცემს - ვატო ასათაშვილი

6293343e659ee
ლიკა გურაბანიძე
30.05.22 09:40
815
დღგ-ს და აქციზის შემცირება ბიზნესოპერატორებს სტიმულს მისცემს - ამის შესახებ bm.ge-ს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს როლზე საუბრისას განუცხადა.

“სახელმწიფომ წლიური საბიუჯეტო შემოსავალი, 1 მლრდ ლარი რამენაირად უნდა შეამციროს, რაც აქციზის და დღგ-ს შემცირებას ითვალისწინებს. ეს ფასებს დაწევს და ბიზნესოპერატორებს სტიმულს მისცემს. ასევე, უნდა მოხდეს მოკლევადიან ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არა სუბსიდირება, რაც კატასტროფაა, ვგულისხმობ სწრაფად ფულად სახსრებს, რომელიც სეზონზე იქნება ხელმისაწვდომი” - განმარტა მან.

ვატო ასათაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ე.წ. “ქამრების შემოჭერაც”.

“ვიცით გაბერილი შტატები, ვიცით უაზრო სუბსიდირებული პროექტები. სწორედ ქამრების შემოჭერით უნდა მოხდეს, ისეთი მოწყვლადი სექტორების წახალისება, როგორიცაა ტურიზმი. ეს პროცესი თუნდაც სეზონურად, მაგალითად სექტემბრის ბოლომდე  მაინც უნდა იყოს. იმიტომ, რომ ოპერატორებს იმის საშუალება ექნებოდათ, ცოტა მეტი ადამიანი დაასაქმონ და ინდუსტრიიდან კადრების გადინებაც შევამციროთ” - აღნიშნა ასათაშვილმა.

ის კონკრეტულ სქემაზეც საუბრობს, რისი საშუალებითაც სახელმწიფოს ტურისტული ბიზნესის დახმარება შეუძლია.

“თუ სახელმწიფო შეძლებს, რომ გარანტორი გახდეს მცირე საოპერაციო საკრედიტო პროდუქტების, რაც მაგალითად ტურიზმის ინდუსტრიისთვის სეზონის დასაწყისში ოვერდრაფტი იყოს, ეს ის თანხებია, რომლებიც კომპანიებს სეზონის დასაწყისში დეპოზიტების სახით უნდა მიეღოთ და ვერ მიიღეს. შედეგად, ისინი ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე მუშაობას ცდილობენ. დღეს სახელმწიფოს შეუძლია ტურიზმის ინდუსტრიაში ეს დაკარგული დეპოზიტები გააკომპენსიროს და საბანკო ინსტიტუციებმა უკან მომდევნო სეზონის განმავლობაში დაიბრუნონ” - აღნიშნა ასათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები