მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღე არ გადის, თბილისში არ ჩამოდიოდნენ აფხაზები... ცოტა ხნის წინ რესტორანშიც ვიყავით, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ" - ჯემალ გამახარია

გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზები თბილისში ხშირად ჩამოდიან, რაც ნდობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ კონკრეტული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ცხრა აფხაზი ესწრებოდა.

"დღე არ გადის, არ ჩამოდიოდნენ აფხაზები. რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ვიყავი, რომელსაც ცხრა აფხაზი ესწრებოდა. შემდეგ ვახტანგთან [ყოლბაია] ერთად, რესტორანშიც ვიყავით აფხაზებთან, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ "კვირას" პრესკლუბში.

ჯემალ გამახარიას თქმით, ისინი "რიგითი აფხაზები" იყვნენ, რომლებსაც აფხაზურ საზოგადოებაზე გავლენები აქვთ.

"ისინი რიგითი აფხაზები იყვნენ და არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან იქაურ ხელისუფლებას არ ვცნობთ და არც კონფლიქტის მხარედ ვაღიარებთ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამის შესახებ იცოდა და შემდეგ მათაც შეხვდნენ აფხაზები და კმაყოფილები დარჩნენ. ხშირია ასეთი შეხვედრები, კვირაში 2-3-ჯერ მაინც", – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები