მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ახალი პლატფორმა "საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ ამოქმედდა

საარჩევნო კომპასი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ახალი ელექტრონული საშუალება - „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ ამოქმედდა.

“საარჩევნო კომპასი საქართველო“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდა და მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

„საარჩევნო კომპასი“ ხელს უწყობს აქტიურ მოქალაქეობას და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას - საკუთარი მომავლის არჩევას გაცნობიერებული ხმის მიცემის გზით. ეს გადამწყვეტია საქართველოში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, რომელიც ჩატარდება მზარდად პოლარიზებულ გარემოში, დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები