მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ქართული დიასპორა საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქციებს იწყებს - პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“

არჩევნები

სახალხო პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“ წარმომადგენელი, რევაზ ბეროზაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ დიასპორა მსოფლიო მასშტაბით ერთიანდება და 15 სექტემბრიდან აქციებს გეგმავს, რათა ყველა ემიგრანტმა 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში კუთვნილი ხმის უფლებით ისარგებლოს.

მისი განმარტებით, ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ არსებულ კანონს, რომელიც "ცესკოს" მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ 50 ამომრჩეველზე საარჩევნო უბნის გახსნას გულისხმობს, პატივი სცენ და საარჩევნო უბნები მოაწყონ.

„საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ხალხი ხელისუფლების წყაროა. ამის შემდეგ, ვერცერთი ხელისუფალი უკანონობის ჩადენას ვეღარ გაბედავს, მათ შორის იმაზეც, რაზედაც დიასპორა აქციების დაწყებას აპირებს. ეს არის საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რომელიც კანონით გათვალისწინებულია. ყველა ქვეყნიდან, 15 სექტემბერს აქციებს დავიწყებთ, რათა საარჩევნო უბნები გახსნან. ამას გლობალური სახე ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, პორტალზე taobebi.com უკვე 10 000 ემიგრანტი გვყავს დარეგისტრირებული. პორტალის საშუალებით, ემიგრანტებს ვეხმარებით საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. ასევე, გვაქვს ცხელი ხაზი და შექმნილი გვაქვს ლოგისტიკური ხაზი, რომლითაც ემიგრანტებს ტრანსპორტირებაში ვეხმარებით.

ზოგადად ემიგრაციის ტენდენცია მზარდია. ქვეყნებს შორის ამერიკა, პოლონეთი, საბერძნეთი თუ იტალია ლიდერობს. ქართველი ემიგრანტების უმრავლესობას აქვს ენობრივი ბარიერი. შესაბამისად, მათი უმრავლესობა ლოგისტიკური მიმართულებებით საქმდებიან. ამასთან, როდესაც ისინი უცხო ქვეყანაში ჩადიან, საკუთარი განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარებას არ ცდილობენ და შესაბამისად, მათ ფიზიკური შრომის ხარჯზე უწევთ სხვადასხვა საფეხურის გავლა“, - აცხადებს რევაზ ბეროზაშვილი.

მისივე შეფასებით, სტატისტიკურად ქართველები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ერია, რომელთა 90% უმაღლეს განათლებას ფლობს. თუმცა ამის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური კადრის მოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან, სახალხო პლატფორმას წარმომადგენელი ეკონომიკურ ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალურია, თუმცა მისი მდგენელი პარამეტრები თითოეული მოქალაქის ჯიბეზე არ ისახება. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში დოვლათი კონკრეტული ადამიანების ჯგუფზეა მონოპოლიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები