მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეცრეჟიმი წესდება

შეზღუდვა
05.06.24 09:20
715

დღეიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი წესდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები