მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეიდან თბილისის პარალიზება დაიწყება" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

აქცია

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს.

დღეს "დაიტოვე" დგამს პირველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას - ასეთია აქციის ორგანიზატორების განცხადება.

„ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერია სოციალურ ქსელში „დაიტოვეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები, არა რუსულ რეჟიმს!“, - ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციას მართავენ. გუშინ კი ემიგრანტებმა, ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში ივანიშვილის გუნდის მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ხალხის ნების მიტაცება გააპროტესტეს.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ოპოზიციონერები დღევანდელ მსვლელობასაც შეუერთდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები