დღეიდან - პირველი მაისიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 400 ათას ლარამდე გაიზარდა.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ის მომხმარებლები, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, 400 000 ლარამდე მოცულობის სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. სებ-ი აღნიშნავდა, რომ შემცირებული ინფლაციის კვალდაკვალ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლარის სესხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება საკრედიტო აქტივობაზე.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარიდან 300 000 ლარამდე უკვე გაიზარდა.