მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეისთვის, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი - ღვინის ეროვნული სააგენტო

ყურძენი

12 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი, - განახლებულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

გადამუშავებული ყურძნიდან  25 ათას ტონამდე რქაწითელი, 18 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.


"მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. დასასრულს უახლოვდება სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები