მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღემდე Wizz Air-მა გლობალურად 500 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

ვიზეარი

ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანიამ, Wizz Air-მა ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 500 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ეს გამორჩეული მიღწევა წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს Wizz Air-ის განვითარების გზაზე და კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას ევროპული ავიაციის ერთ-ერთ მთავარ ძალად.

Wizz Air-მა პირველი 100 მილიონი მგზავრი 11 წელიწადში გადაიყვანა, მომდევნო ოთხ წელიწადში ეს მაჩვენებელი გააორმაგა, ხოლო 200-დან 300 მილიონამდე ზრდა მხოლოდ სამ წელიწადში მოახერხა – მათ შორის COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. შემდგომ კი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კიდევ 200 მილიონი მგზავრი დაამატა და თითქმის 22 წელიწადში 500 მილიონიან ნიშნულს მიაღწია.

„500 მილიონი მგზავრის გადაყვანა გამორჩეული მიღწევაა და ასახავს ჩვენს უნარს, ფუნდამენტურად შევცვალოთ ადამიანების მოგზაურობის გამოცდილება. ეს შედეგი 22-წლიანი უწყვეტი ზრდისა და დისციპლინირებული შესრულების კულმინაციაა და ადასტურებს იმ ნდობას, რომელიც ასობით მილიონმა მგზავრმა გამოხატა Wizz Air-ის მიმართ, გამუდმებით ჩვენი არჩევით. ჩვენ უბრალოდ არ გავიზარდეთ – ბაზარს გავუსწარით: გავაფართოეთ ქსელი, გავაძლიერეთ ბაზები და მივაღწიეთ რეკორდულ ტრაფიკსა და ინვესტიციებს. მაშინ, როცა 2000-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ბევრი ავიაკომპანია გაქრა, Wizz Air-ი ევროპის ერთ-ერთ წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ჩამოყალიბდა. ეს ეტაპი გვაძლევს ძლიერ იმპულსს, რათა მომავალშიც გავაფართოოთ ქსელი, გავზარდოთ ოპერაციები და ჩვენს მგზავრებთან ერთად შევქმნათ ავიამგზავრობის მომავალი მთელს მსოფლიოში",- განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 11 თვეში 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები