მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz air ვენეციის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის

 Wizz Air

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს.

15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა. ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები