დღეს, 11 საათზე ცესკოში სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს სხდომის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვაც იგეგმება.