2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნები ჩატარდება. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
ცესკოს ბიუჯეტი საარჩევნო წლების განმავლობაში:
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 83 მილიონი ლარი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წელს, ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 83 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებების საფასური 54.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - 77.5 მილიონი ლარი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 77.5 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 50.5 მილიონი ლარი შეადგინა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - 77.2 მილიონი ლარი
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 77.2 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 50.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 64.2 მილიონი ლარი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 64.2 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 38 მილიონი ლარი შეადგინა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - 70 მილიონი ლარი
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 70 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 46 მილიონი ლარი შეადგინა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 57.6 მილიონი ლარი
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 57.6 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 35.5 მილიონი ლარი შეადგინა.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - 52 მილიონი ლარი
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 31.2 მილიონი ლარი შეადგინა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - 51.8 მილიონი ლარი
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წელს ცესკოს მთლიანმა ბიუჯეტმა 51.8 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა ასიგნებებმა 27.8 მილიონი ლარი შეადგინა.