მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 16:00 საათზე პრემიერი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს მეორედ შეხვდება

ირაკლი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს, 16:00 საათზე მეორედ შეხვდა.

ამის შესახებ ცნობილი გუშინ, ირაკლი კობახიძესა და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა.

გუშინ პრემიერის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დღეს შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. შეხვედრაზე გუშინ განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება. მთავრობის მეთაურმა მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია, არგუმენტები და მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე.

ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს და როგორც საზოგადოებრივი, ასევე მედპერსონალის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

ექიმებმა გუშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან ყველა მტკივნეული საკითხი, რაც მათ აწუხებდათ პრემიერს უთხრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები