საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, 11 დეკემბერს, 18:00 საათზე STEM-ის ორგანიზებით, ევროპული მომავლის დასაცავად, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
განცხადების თანახმად, მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტისთვის გაემართებიან.
"ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა. მსვლელობა მოეწყობა განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ. აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ.
ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.