მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 19 საათზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია გაიმართება

აქცია

დღეს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ე.. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

28 აპრილს საპროტესტო აქცია საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა დააანონსეს, რომლებმაც რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეაჩერეს.

მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები