დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართება.
"დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა!
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ" - ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.