მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენც ვიმეცადინებთ, რომ ვიყოთ თანამედროვე სტანდარტის ექიმები შესაბამის საავადმყოფოში" - პროტესტი გრძელდება

64294f980eb37
BM.GE
02.04.23 13:43
522
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალი საპროტესტო ქციას მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საავადმყოფოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და ამბობენ, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფო მათი სახლია“.

„როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა? ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. ვთხოვთ მთავრობას, მოვიდნენ გონს. მათ უყვართ სიტყვა, „ეს სიცრუეა“ - ზუსტად, მთავრობა ცრუობს. არ გვჯერა ამ მთავრობის“, - ამბობენ ექიმები.

„ეს არ არის რაიმე პრინციპი, ეს არის პოზიცია, რომელიც საჭირდება დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემას. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ აქ აშენდეს საავადმყოფო, ევროპული სტანდარტის, თანამედროვე, ვერ მოინახა აქამდე ადგილი, რომ ჯერ აშენდეს რესპუბლიკური საავადმყოფო და მერე დაინგრეს? ჩვენც ბევრს ვიმეცადინებთ, რომ ვიყოთ თანამედროვე სტანდარტის ექიმები თანამედროვე სტანდარტის საავადმყოფოში, მაგრამ არა ისე, რომ ჯერ დავიშალოთ და მერე ავეწყოთ“, - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი დავით ლოლაძე.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები უხელფასოდ არ დარჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები