მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

რესპუბლიკური

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გააგრძელებენ პროტესტს ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ხოლო შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან.

„ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას იქამდე, ვიდრე რაღაც არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ. ხვალ იქნება გამაფრთხილებელი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ რაღაც საკითხები შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროშიც არ წყდება, ამიტომ შემდეგი აქციები, ალბათ, დაიგეგმება მთავრობის სახლთან და შეიძლება აქციებმა მიიღოს უფრო რადიკალური ხასიათიც“, - განაცხადა ექიმმა, მალხაზ გოგუამ.

ის მოქალაქეებს ექიმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „ქვეყანა რჩება ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკის გარეშე, მინიმუმ ოთხი წელი. ამის დაშვება არ შეიძლება“, - თქვა მალხაზ გოგუამ.

შეგახსენებთ, მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მოქმედი შენობის დემონტაჟს და ახალი კლინიკის აშენებას გეგმავს. საავადმყოფოს მოქმედ 600-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის კომპენსაციებს სთავაზობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათ გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღე აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები