მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, EU-ის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

General Affairs Council

დღეს, 15 ოქტომბერს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და დღის წესრიგის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, "გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს".

ამასთან, მინისტრები გააგრძელებენ მზადებას 2024 წლის 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს შეხვედრისთვის დასკვნების პროექტების განხილვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკითხი ევროპის საბჭოს შეხვედრის ფარგლებშიც იქნება განხილული. როგორც Reuters-მა ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით დაწერა, ევროკავშირის ლიდერები აპირებენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ.

დღეს, ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 16:45 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დაპირებებით და კურსით, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები