მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა - იოზვიაკი

ევროკავშირი

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დღეს, ევროპული კომისია წინადადებით გამოვა ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.

"არც ერთი სიტყვა ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე (კოსტა, ორბანი, ფონ დერ ლაიენი) საქართველოზე. ლიდერებს შორის დიდი დისკუსია არ არის, იმის მიუხედავად, რომ უნგრეთმა სხვებისგან განსხვავებული მიმართულება აიღო.

ხვალ, ევროპული კომისია წინადადებით გამოვა ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ",- წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები