17 ნოემბერს, 04:00-დან 05:00 საათამდე, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 112-ში შემავალი ზარების მიღება შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
112 მოქალაქეებს ამ პერიოდში გადაუდებელი დახმარების მისაღებად ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს:
"გაცნობებთ, რომ გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადეოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე:
599 842 206
577 011 139
577 011 174
591 544 384
591 946 840
591 946 870
591 544 375
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.