დღეს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიც ადასტურებს.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორი მთავრობის ადმინისტრაციაა და როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც შეხვდებიან.
შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ბოლოს შარშან, 24 დეკემბერს შეხვდა.




























