მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდება - რომელ დარგებში გაფორმდება მემორანდუმები?

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შანხაიში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის ავიაციის, ტურიზმის, კულტურის, ხელოვნური ინტელექტის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის, ასევე სოფლის მეურნეობაში მემორანდუმები გაფორმდება.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მოწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან. შედგება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კოლეგა მინისტრებთან ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა.

ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, როგორც იცით ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ამ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები