მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს წარადგენს

ირაკლი კობახიძე

დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ხოლო ერთი საათის შემდეგ, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომაა ჩანიშნული.

როგორც მოსალოდნელია, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ჯანდაცვის ახალ მინისტრს წარადგენს. დაგეგმილია თუ არა სხვა ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატურების წარდგენა, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოზიციიდან ზურაბ აზარაშვილი ათი დღის წინ გაათავისუფლეს. მის მოვალეობას ამჟამად მისი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებს.