მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით იყოს მიღებული - კობახიძე ახალ მინისტრზე

ჯანდაცვის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დგას.

როგორც კობახიძე განმარტავს, გამოწვევები ბევრია და უპირველესად საჭიროა, ყველა გადაწყვეტილება მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე იყოს მიღებული.

„გამოწვევები, რომლის წინაშეც სამინისტრო დგას არის - ბევრი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყველა გადაწყვეტილება იყოს მიღებული მჭიდრო თანამშრომლობის, დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს არის სამედიცინო საზოგადოება, ესენი არიან დევნილები, ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემასთან. ახალ მინისტრს - მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევების გასამკლავებლად. გამოვთქვამ ჩემს რწმენას, რომ მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს თანამდებობას“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციისთვის: მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები