მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ჯვაროსნები ალბანეთს დაუპირისპირდებიან - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?

ალბანეთი

დღეს მატჩის დღეა! ტირანაში "ეარ ალბანია სთედიუმზე" ჯვაროსნები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

რადგან საქართველომაც და ალბანეთმაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოგებით დაიწყეს ჯგუფის ლიდერი დღეს გამოვლინდება.

ალბანეთის ნაკრებთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრების სტატისტიკა ასეთია: 11 მატჩიდან 6 მოგება გვაქვს, 2 ფრე და 3 წაგება (ბურთების სხვაობაში სოლიდური უპირატესობით 17-9).

Bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში

ვაჭრობა

საქართველოსა და ალბანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 7 თვეში 99.7%-ით გაიზარდა, თუმცა მცირეა. 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 1.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 428.8 ათასი აშშ დოლარი.

წელს სავაჭრო ბრუნვიდან 340.3 ათასი აშშ დოლარი ექსპორტი იყო, 943.6 ათასი კი იმპორტი.

ამასთან, ექსპორტის მაჩვენებელი 930%-ით გაიზარდა, რაც სპეც დანიშნურების მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების რეექსპორტითაა განპირობებული. შარშან ამავე პერიოდში აღნიშული საქონლის ექსპორტი ნულოვანი იყო.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. სპეც. დანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - $128.8 ათასი;
  2. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $43.6 ათასი;
  3. მსუბუქი ავტომობილები - $38.6 ათასი;
  4. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდამქმნელები - $32.3 ათასი;
  5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $28.1 ათასი.

რაც შეეხება იმპორტს, ალბანეთიდან წლის პირველ შვიდ თვეში 58%-ით მეტი ღირებულების საქონელი შევიძინეთ.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. ქრომის მადნები და კონცენტრატები - $914.2 ათასი;
  2. აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - $25 ათასი;
  3. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის - $1.2 ათასი;
  4. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $1.2 ათასი;
  5. პირადი ნივთები - $0.6 ათასი.

ტურიზმი

2024 წლის პირველ ნახევარში ალბანეთიდან სულ 295 ადამიანი შემოვიდა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 31.7%-ია.

ალბანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები