მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს კომუნიკაციების კომისია მართავს კონფერენციას -"სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement"

comcom

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით დღეს, იმართება კონფერენცია თემაზე „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement“.

კონფერენციაზე მონაწილეობას ევროკავშირის მედიაექსპერტი, ჟან ფრანსუა ფურნემონი, დიდი ბრიტანეთისა და ლიეტუვის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციისა და ამერიკის საელჩოს, ასევე, ტელემაუწყებლების, გაყიდვების სახლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. ღონისძიებას კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად გახსნის.

კონფერენცია 10:30 საათზე თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები