ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე 12-14 მარტს ვაშინგტონს ეწვევა.
„ვიზიტის ფარგლებში ის ადმინისტრაციისა და აშშ-ის კონგრესის მაღალჩინოსნებს შეხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.