26 დეკემბერს, 16:00-ზე მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სექტორის წარმომადგენლები ძველ სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ძველი სპორტის სასახლის მთავარი შესასვლელიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
ინფორმაციისთვის, 29-ე დღეა დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.




























