დღეს, 8 იანვარს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს განიხილავს.
საკითხებს ფინანსთა, ჯანმრთელობის და ინფრასტრუქტურის მინისტრები წარადგენენ. ეს საკითხებია:
- საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი), მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer - EMIT-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, მომხსენებელი: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე;